Loading

თანამედროვე და მშვიდი ადგილი
ჭიათურაში

რესტორანი

თქვენ გელოდებათ ქართული(იმერული) ტრადიციული კერძები

img
img
img
img img
img

Family Room

  • icon 28sq
  • icon 4 Beds
  • icon 6 Guests
img

Standard Room

  • icon 20sq
  • icon 1 Beds
  • icon 2 Guests
img

Swimming Pool

  • icon 10x5
  • icon 7-8 Guests

სასტუმროს ნომრები

img
1 Double Bed

Standard Room

  • img 2 Guests
  • img 20sq
img
1 Double & 1 Single Beds

Luxe

  • img 4 Guests
  • img Breakfast
  • img 26sq
img
2 Double Beds & 1 Single Beds

Family Room

  • img 6 Guests
  • img Two 28sq Rooms
img

დააგემოვნეთ საუკეთესო დასავლეთის ღვინოები

მეღვინეობა “სოლომონე” 2018 წელს დაარსდა, მეგობრების - დავით ჩაჩანიძისა და ვახტანგ მასხარაშვილის მიერ. მეღვინეობა მდებარეობს ზემო იმერეთში, ქალაქ ჭიათურაში. კომპანიას, დიდი ბაბუის, სოლომონ ლეჟავას სახელი დავარქვით, რადგან მიწა, რომელზეც ღვინის წარმოება და ვენახია გაშენებული მას ეკუთვნოდა.   სოლომონის შთამომავალი - გულდა ჩაჩანიძე, პროფესიონალი მეღვინე იყო. ყველაფერი, რაც ღვინის შესახებ ვიცით, მან გვასწავლა. ადრეული ბავშვობიდან ვეხმარებოდით მას ღვინის წარმოების პროცესში. აღსანიშნავია, რომ ჩვენი სახლის სარეაბილიტაცუო სამუშაოების დროს, საძირკველში აღმოჩნდა ოთხი 1 200 ლიტრიანი ქვევრი. საბედნიეროდ, ერთის გადარჩენა შევძელით და კვლავ ვიყენებთ ღვინის დასავარგებლად. სოლომონეს ღვინის ეტიკეტებზე გამოსახულია ბრაელის შრიფტი, ბაბუას საპატივსაცემოდ. მიუხედავად იმისა, რომ მხედველობა ბოლოწლებში დაკარგა, მაინც შესანიშნავად შეეძლო ღვინის შეგრძნება. ხშირად აღნიშნავდა, "საკმარისი ვნახე ჩემს ცხოვრებაში, ახლა უბრალო  შეგრძნება ბევრად უკეთესია“.  ღვინის ქარხანა იტევს 35 000 ბოთლს. ვენახები კი მოიცავს 3 ჰექტარს, 8 დან 15 წლამდე ასაკის ვაზით, მაღალი ხარისხის ღვინის დასამზადებლად. ჩვენ ექსკლუზიურად ვმუშაობთ იმერული ვაზის ჯიშებთან - ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა, ძელშავი - რადგან, გვინდა დავამტკიცოთ რომ ჭიათურაში მანგანუმის წარმოების გარდა, ხარისხიანი ღვინის დამზადებაც შესაძლებელია.

img

ჩვენს შესახებ

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჭიათურის გულში - სასტუმრო “ჭიათურელში”, სადაც იმერული ტრადიციები ფეხს უწყობს თანამედროვეობას. სასტუმრო განთავსებულია იმერეთის მწვანე მთებსა და შემაღლებულ კლდეებს შორის. ეს ის ადგილია, რომელიც გაკავშირებთ ქალაქის ისტორიასთან, მის ცოცხალ კულტურასთან და უნიკალურ ინდუსტრიულ მემკვიდრეობასთან. სასტუმრო გთავაზობთ თანამედროვე, კეთილმოწყობილ სივრცეს, ოთახებს ხედებით ლანდშაფტზე, რომელიც სეზონების მიხედვით იცვლება.  სასტუმრო ჭიათურელში გვჯერასტუმართმოყვარეობის ძალის. ჩვენი გუნდის წევრები, სიამაყით გაგიზიარებებენ ცოდნას ჭითურის ამბებზე და მის განსაცვიფრებელ გარემოზე. თუ გიზიდავთ ციცაბო კლდეებს შორის მიმავალი საბაგირო მანქანები და გსურთ ეწვიოთ მთებში ჩაფლულ უძველეს მონასტრებს, დატკბეთ ტრადიციული იმერული სამზარეულოს გემოებით და მასწპინძლობითაც ისიამოვნოთ - გელით, ჩვენ ჭიათურაში გატარებულ ყოველ დღეს დაგამახსოვრებთ. არ აქვს მნიშვნელობა რისთვის ხართ აქ, თავგადასავლებისთვის, დასვენებისთვის, თუ უბრალოდადგილობრივი კულტურის გასაცნობად, გეპატიჟებით,  “ჭიათურელში” იმისათვის, რომ ეს ადგილი გახდეს თქვენი სახლი, ნამდვილი სახლისგან მოშორებით. შემოგვიერთდით და შეიგრძენით "ჭიათურელის" გარემო! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჭიათურაში!

ხშირად დასმული კითხვები

ნომრის დაჯავშნად დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: +995 479 25 24 10
ასევე შეგიძლიათ მოგვწეროთ მეილზე ან გადმოხვიდეთ ჩვენ სოციალურ ქსელებზე.

გადახდა შესაძლებელია როგორც ნებისმიერი ბანკის ტერმინალის საშუალებით,
ასევე ქეშად ან პირად ანგარიშზე გადარიცხვით

დიახ, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი ტიპის ნომერი შესაბამისი ხედით
და თუ ის იქნება მოცემულ პერიოდში თავისუფალი ჩვენ